Sunday, 13 November 2016

საქანელები
შენს მიტოვებულ, შორეულ სოფელს რომ მიაკითხავ, სადაც ჭირვეული ამინდები იცოდა და ჭაობებში ბაყაყები ყიყინობელობდნენ, სადაც თამაშები საგულდაგულობდნენ, ტალახიან გზებზე რომ დაატარებდი პატარა გოგო სიყვარულის ლოდებს, კეკლუც სილამაზეს რომ სუნთქავდი და გიხაროდა...
გიხაროდა, აი, ის ღმერთების ენა, ჯერ კიდევ ფაქიზ გულს რომ გიტორტმანებდა და ცამდე გაგირბოდა გაუცნობიერებელი,  ნეტარი, ახალშობილი  გრძნობები.
აი, იმ სოფელს რომ მიაკითხავ და გზატკეცილები დაგხვდება ბილიკების ნაცვლად, ჭაობები დაგხვდება დამშრალი, უბაყაყო, და მზიანი ამინდები.
უშენობაში გაასუფთავეს შენი ბავშობა.

არ დატოვო სოფელი.

ანჟელიკა